ტარიფები და განცხადების ინფორმაცია
სტანდარტული განცხადება
- 1 ვაკანსიის განცხადება ვებსაიტზე: 35 ლარი
- 2 ვაკანსიის განცხადება ვებსაიტზე: 59 ლარი
ლოგოტიპის დამატება განცხადების თანხასთან ერთად მოითხოვს დამატებით 10 ლარს თითო განცხადებაზე.
ვიპ განცხადება
- 1 VIP - ვაკანსიის განცხადება ვებსაიტზე: 79 ლარი
- 2 VIP - ვაკანსიის განცხადება ვებსაიტზე: 150 ლარი
ლოგოტიპის დამატება განცხადების თანხასთან ერთად მოითხოვს დამატებით 15 ლარს თითო განცხადებაზე.
როგორ გამოაქვეყნოთ განცხადება
განცხადების ოპერატიულად განთავსების მიზნით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად WhatsApp-ით, დააჭირეთ შემდეგ ბმულს: 577 40 94 04, ან გამოგზავნეთ თქვენი განცხადების დეტალები ჩემს ელ.ფოსტაზე: ltdencom@gmail.com. ჩვენ ერთად გავივლით ყველა საჭირო დეტალს და ვამზადებთ განცხადებას შინაარსობრივად და ფორმატით თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.
განცხადებები, რომლებშიც არ არის მითითებული განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა, ავტომატურად ქვეყნდება 1 თვის ვადით.
ანგარიშსწორება
ანგარიშსწორება ხდება საბანკო გადარიცხვით ჩვენი კომპანიის ანგარიშზე:
თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი
ანგარიშის #: GE51TB7972736080100011
მიმღები: შპს "ენკომი"
ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდია 405391124.
დამატებითი ინფორმაცია
ჩვენი გუნდი უფლებას იტოვებს გამოვასწოროთ მცირე გრამატიკული და სტილისტური შეცდომები, ასევე განვაახლოთ ტექსტის ფორმატი, რათა გავაუმჯობესოთ მისი კითხვის სიმარტივე. ყველა შემოსული განცხადება გამოქვეყნდება ჩვენი საიტის ერთიანი სტილის მიხედვით, გამონაკლისების გარეშე. დამატებით, ჩვენს საიტზე განთავსებულ ელექტრონულ საკონტაქტო ფორმაში მიღებული განცხადებების სიზუსტე გადამოწმდება კონტაქტის განმახორციელებელ პირებთან.
თუ განცხადება ეხება ქსელურ მარკეტინგში ჩაბმას, აღნიშნული ფაქტი უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი განცხადების დასაწყისში.
ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს მომსახურებაზე უარის თქმას იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სისტემატიურად არღვევენ თანასწორუფლებიანი დასაქმების პრინციპებს ან არიან ჩაბმულნი არალეგალურ საქმიანობაში.
დამქირავებელი, რომელიც არ შეიტანს საკუთარ მონაცემებს ან საკონტაქტო ინფორმაციას განცხადებაში, ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგვაწოდოს ცალკე. ყველა ინფორმაცია მკაცრად დაცული იქნება კონფიდენციალურად.